კორონავირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 697 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს კიდევ 54 ადამიანი ემსხვერპლა.დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა 44536-ია.

აღნიშნული მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვეგ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ამასთან ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2713 ადამიანი.