კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ჯამში 84 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე აისახა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევა არის დადასტურებული.