კორონავირუსის დღეს დადასტურებული 2 401 ახალი შემთხვევიდან 976 თბილისში გამოვლინდა, 328 აჭარაში, 368 –იმერეთში.
“ქვემო ქართლში დადასტურდა – 61, შიდა ქართლში – 135, გურიაში – 62, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 280, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 35” – თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 20 პაციენტიდან, თბილისში გარდაიცვალა 10 ადამიანი, აჭარაში – 2, იმერეთში – 7, მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი.
5 ნომებრის მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 49 218;
- გამოჯანმრთელებულია – 33 459
- მათ შორის გარდაცვლილია – 401
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 3 080
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2 428
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4355, მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.