კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს – ბორის ჯონსონი

ადრეული მტკიცებულებების თანახმად, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მეტად მომაკვდინებელი იყოს ვიდრე სხვა შტამები. განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. ინფორმაცია BBC ავრცელებს.

“ეს მტკიცებულებები წინასწარია. საბოლოო დასკვნა ჯერ არ მომზადებულა. გამოკვლევებმა უკვე აჩვენა, რომ ახალი შტამი გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი სხვა შტამები”, – თქვა ჯონსონმა და აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომ ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს.

კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში გასული წლის დეკემბერში აღმოაჩინეს. ამ დროის მონაცემებით, ახალი შტამი მსოფლიოს 50 სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლიდა.  საქართველოში ვირუსის ახალი შტამი 4 იანვარს გამოვლინდა.