28 ოქტომბრიდან, კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის” გამო საქართველო 8 ქვეყნიდან საზღვრის კვეთაზე რეგულაციებს აწესებს.
”უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, გარკვეული რეგულაციები წესდება. კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება. ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.
აღნიშნული ქვეყნებია:
-
- სამხრეთ აფრიკა
- ბოცვანა
- ზიმბაბვე
- ნამიბია
- ლესოტო
- ესვატინი (სვაზილენდი)
- მოზამბიკი
- მალავი
14-დღიანი იზოლაციის/კარანტინის დასრულების შემდეგ, პირებს ჩაუტარდებათ PCR-კვლევა.
საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, საკარანტინე სასტუმროსა და PCR-კვლევის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში – თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ახალი „ომიკრონი“ შტამის დაფიქსირების გამო მიიღო და ის 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.”- ნათქვამია განცხადებაში.