კორონავირუსის გამო ათონის მთაზე სააღდგომო ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. კომპლექსის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მნახველები და პილიგრიმები სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 20 აპრილამდე არ დაიშვებიან.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ყველა მსახურება, მათ შორის სააღდგომო წირვა მომლოცველების გარეშე ჩაივლის. სადღესასწაულო ღვთისმსახურებას მხოლოდ კომპლექსის ტერიტორიაზე მცხოვრები ბერები დაესწრებიან.
ათონის მთის ადმინისტრაცია მოუწოდებს კომპლექსში მცხოვრებ და დასაქმებულ ყველა პირს, ადმინისტრაციის მითითებები და ყველა სამთავრობო ბრძანება-დირექტივა ზედმიწევნით შეასრულონ. ათონის მთა მრევლისთვის 19 მარტიდან არის დაკეტილი, მას შემდეგ რაც 4 ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა.