კორონავირუსის გამო მივიღებთ პრევენციულ ზომებს და საარჩევნო უბნები შესაბამისად იქნება მომზადებული – კობახიძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გამო არჩევნების ჩატარების თარიღს საფრთხე არ შეექმნება.

მისი თქმით, პრევენციულ ზომებს წინასწარ მიიღებენ და საარჩევნო უბნებს შესაბამისად მოამზადებენ

“ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს არჩევნების თარიღს საფრთხე არ შეექმნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ წინასწარ ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ განსაკუთრებულად მოვემზადოთ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. კერძოდ, შესაბამისად იქნება მომზადებული თითოეული საარჩევნო უბანი და იქნება შესაბამისი პრევენციული ზომები მიღებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები ყველა იმ სუბიექტთან, რომელიც არის ჩართული არჩევნების მონიტორინგში და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კობახიძემ.