ტაილანდში კორონავირუსის გვამიდან გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას BuzzFeed-ი ავრცელებს.
ამ დრომდე მსოფლიოში კორონავირუსის გვამიდან გავრცელების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
“ეს არის Covid-19-ის გვამიდან გადადების პირველი შემთხვევა, რასაც სამედიცინო ექსპერტიზის თანამშრომელი ემსხვერპლა”- ნათქვამია Journal of Forensic and Legal Medicine study-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
ცნობისთვის, 27 მარტს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის სპეციალური პროტოკოლი გამოაქვეყნა.