80 წლის ბოლნისელი ქალი, რომელიც თბილისისი საუნივერსიტეტო კლინიკის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იყო გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებდა, რომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადაყვანილი ქალის მდომარეობას პნევომონია და სხვა დაავადებები ამძიმებდა.
„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემოყვანისთანავე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. სახეზეა COVID 19-ით ინფიცირების შემთხვევა, პლუს ორმხრივი მწვავე პნევმონია. ანამნეზში ამ ქალბატონთან არის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტს ჩაუტარდა წინასწარი კვლევები“, – აცხადებდა რატიანი.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ 80 წლის ქალი გარდაიცვალა.
ეს არის კორონავირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში.