კორონავირუსის ტესტების რა მარაგი აქვს საქართველოს – ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში 10 000-ზე მეტი PCR და 9 000 სწაფი ტესტია.

მისი თქმით, მაისის დასაწყისში ქვეყანაში ტესტების მარაგი 100 ათასამდე შეივსება.

,,ჩვენ ვაგრძელებთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას, რაც გულისხმობს როგორც სწრაფი ტესტებით, ასევე, PCR ტესტებით ადამიანების გამოკვლევას. დღეს ჩვენ გვაქვს 10 000-ზე მეტი PCR ტესტის სრული კომპლექტაცია. ორშაბათს ველოდებით დამატებით 40 000 ტესტს და მაისის დასაწყისში ეს რაოდენობა შეივსება 100 000-მდე”, — თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ქვეყანაში უკვე გამოყენებულია 5000 სწრაფი ტესტი, ხოლო 9 ათასი დარიგებულია კლინიკებში თანამშრომლების გადასამოწმებლად.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 420 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა. COVID-19-ით 5 პაციენტი გარდაიცვალა.