“კორონავირუსის ტესტირებაზე მიმართვიანობა ეცემა, მცირე სიმპტომებზეც ჩაიტარეთ ტესტი”- დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსზე გამოკვლევებზე მიმართვიანობა ეცემა და საზოგადოებას მოუწოდებს მცირე სიმპტომის შემთხვევაშიც კი მიმართონ ექიმს.
“სამწუხაროდ, ვხედავ რომ გამოკვლევებზე მიმართვიანობა ეცემა. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ოდნავი სიმპტომები მაინც გექნებათ მიმართოთ ექიმს. ჩვენს ქვეყანას დღეს თავისუფლად შეუძლია 20-22 ათასი ტესტის კეთება დღეში. სამწუხაროდ 14 ათასამდე ჩამოვიდა. თავდაპირველად ადამიანები აქტიურად მიდიოდნენ, ახლა ეტყობა მაინც ნაკლებად მიდიან. ამის პრობლემა ქვეყანაში არ არის და ყველას ვთხოვ ვისაც ცოტა სიმპტომები მაინც ექნებათ აუცილებლად ჩაიტარონ ტესტი”, – ამბობს იმნაძე.