კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში ისევ შემცირდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1784 შეადგინა, რაც წინა დღეებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია. სულ საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის დადასტურებული  220 508 შემთხვევაა.

  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 200339 , ბოლო 24 საათში – 4119
  • მათ შორის გარდაცვლილი – 2352 , ბოლო 24 საათში – 39
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14421, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7170, PCR ტესტით – 7251
  • კარანტინის რეჟიმშია – 396 ადამიანი
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5701
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1464