კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 12:13

კორონავირუსის შემთხვევის გამო, თბილისის ორი საბავშვო ბაღი დაიხურა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევის გამო, თბილისში ორი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.

„არსებული მძიმე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ თბილისის საჯარო ბაღები. რეგულაციები დეტალურად არის გაწერილი და მათი დაკმაყოფილებისთვის გასულ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში. ბოლო მონაცემით, ამ მიზეზით უკვე დაიხურა ორი საბავშვო ბაღი – მე-100 და 45-ე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დასწრებული სასწავლო პროცესი სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ბაღებში, 4 ოქტომბერს განახლდა