კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან 60 სამედიცინო პერსონალია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს კორონავირუსის 1 194 შემთხვევიდან 60 სამედიცინო პერსონალია.

გარდა ამისა, ახალი შემთხვევებიდან 706 უსიმპტომო პაციენტია, 222 ინფიცირებულთან კონტაქტი, 35 თვითიზოლაციაში მყოფი პირი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯგუფი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ახალქალაქის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა.