კორონავირუსის 170 შემთხვევიდან 124 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 2 700-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდა. რეგიონში მკურნალობის კურსს 414 პაციენტი გადის, აქედან 285 სამედიცინო დაწესებულებეში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე.
15 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 2 562 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 369 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.
ამ ეტაპისთვის კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.