კორონავირუსის 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2712 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1561 ადამიანი, ხოლო 25 გარდაიცვალა.

30 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 416 338 
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 381 246 
  • მათ შორის გარდაცვლილი – 5793 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 39126, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 21775, PCR ტესტით – 17351
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,93%, ბოლო 14 დღის – 6,59%, ბოლო 7 დღის – 7,09%
  • სულ აცრილია – 464875, დღიურად აცრილია – 14738
  • კარანტინის რეჟიმში – 54
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5547
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1963