კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 945 609-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.87% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.84%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 805 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 906 708.