დღეს დადასტურებული კორონავირუსის 3 020 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით შემთხვევათა რაოდენობა ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა – 410, იმერეთი – 398, ქვემო ქართლი – 198, შიდა ქართლი – 153, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248, კახეთი – 126, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18, აჭარაში – 8, იმერეთში – 6, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 703 გარდაცვალების შემთხვევა.