საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან განიკურნა 1 014 ადამიანი, 24 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 117 კვლევა, აქედან 5 477 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 640 PCR-ით.
7 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 173 345 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,76%-ია, ბოლო 14 დღის – 2,88%, ბოლო 7 დღის – 2,98%.