კორონავირუსის 4 009 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 45 ადამიანი

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 009 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 707 290-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.69%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.97% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.89%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 177 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 647 878.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 918 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 502 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 732, ქვემო ქართლი – 273, შიდა ქართლი – 279, გურია – 113, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 296, კახეთი – 523, მცხეთა-მთიანეთი – 69, სამცხე-ჯავახეთი – 92, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.