კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევიდან 1 602 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 447 აჭარაში, 772 კი იმერეთში. მის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია:
- ქვემო ქართლი – 223,
- შიდა ქართლი – 241,
- გურია – 114,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 389,
- კახეთი – 164,
- მცხეთა-მთიანეთი – 48
- სამცხე-ჯავახეთი – 44,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების რეკორდულად მაღალი – 4 048 ახალი შემთხვევა, 3 856 ადამიანი გამოჯანმრთელდა.