კორონავირუსის 4570 ახალი შემთხვევიდან 2067 თბილისში გამოვლინდა, 708 – იმერეთში

დღეს ქვეყანაში დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 2 067 შემთხვევა, აჭარა-331, იმერეთი-708, ქვემო ქართლი-352, შიდა ქართლი-214, გურია-72, სამეგრელო – ზემო სვანეთი-325, კახეთი-272, მცხეთა-მთიანეთი-133, სამცხე-ჯავახეთი-75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვლა, დადასტურდა ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევა, ხოლო 3 045 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge–ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 178 953
  • გამოჯანმრთელებულია – 148 332
  • გარდაცვლილია – 1 657
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 1 019
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 524
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 918
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.