კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 762 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 698 944-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 953 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 639 564.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 831 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 523 შემთხვევა, აჭარა – 179, იმერეთი – 933, ქვემო ქართლი – 273, შიდა ქართლი – 378, გურია – 116, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 378, კახეთი – 658, მცხეთა-მთიანეთი – 166, სამცხე-ჯავახეთი – 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55.