საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან 1 959 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, აჭარაში – 483, იმერეთში – 980, ქვემო ქართლში – 296, შიდა ქართლში – 222, გურიაში- 122, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 408, კახეთში – 335, მცხეთა-მთიანეთში – 130, სამცხე-ჯავახეთში – 114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 19.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2336 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge–ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 152704
- გამოჯანმრთელებულია – 126904
- გარდაცვლილია – 1425
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 1241