კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში დაფიქსირდა

კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტაციონარში მკურნალობას 122 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის.

“გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა. სტაციონარში მკურნალობს 122 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას გადის 18 კოვიდ დადებითი პაციენტი”, – აცხადებს პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.