თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82%-ს შეადგენს.
„7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 არის დადასტურებულ შემთხვევსთან კონტაქტი, 2 იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 2 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტრაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.
გამოჯანმრთელებულების რიცხვი არ შეცვლილა. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 82%. კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით მკურნალობს 239 დადასტურებული შემთხვევა. კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.