ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, 4 კარანტინიდან არის გადამოყვანილი, 4 კი ცნობილი წყაროებია.
ინფექციურ საავადმყოფოში 44 დადასტურებული პაციენტია, მათი ზოგადი მდგომარეობა უცვლელია. ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა კი ისევ მძიმეა.
,,ერთი კრიტიკული პაციენტია, მასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ პირველი დღე იყო, როცა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგებით ჯერჯერობით, პროცესის სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ, ამიტომ პროგნოზირება შეუძლებელია, რომ გამოვთვალოთ, მაინც კრიტიკული პაციენტია. კვლავ ერთი გვყავს მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია და ისიც ალბათ გადაინაცვლებს საშუალო სიმძიმის პაციენტთა რიცხვში”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 623 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 288 გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.