“მთავარ იარაღად რჩება პირბადე, ამიტომ პირბადეს ჩვენ ჯერჯერობით ვერ შეველევით ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში, ეს უნდა გახდეს ჯერჯერობით ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი. ომიკრონი და კორონავირუსული ინფექცია არ მორჩება ერთ დღეს, არ იქნება, ვთქვათ, გავიღვიძებთ ხვალ და უცბად აღარ გვაქვს პანდემია – ის ნელ-ნელა უნდა მინელდეს. იცით, რომ ძირითადი შეხედულებაა, ის შეიძლება, დიდი ალბათობით, გადაიქცეს ენდემურ, სეზონურ ინფექციად. ვნახოთ, უნდა დავაკვირდეთ როგორ განვითარდება ეს ყვალაფერი და უნდა ვიყოთ ფრთხილად”

თქვა NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.