კორონავირუსი არ უნდა აქციოს ხელისუფლებამ მოკავშირედ და ფარად – გედევან ფოფხაძე

ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრი, გედავან ფოფხაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსი ფარად არ უნდა გამოიყენოს და არ უნდა გადასინჯოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

,,კორონავირუსი არ უნდა აქციოს ხელისუფლებამ მოკავშირედ და ფარად თავისთან მიმართებაში, ეს არანაირად არ იქნება სწორი. არც იმ მხრივ, რომ რაღაც ძველი შეცდომები და ეკონომიკის თუ სოციალურ სფეროში არგაკეთებული საქმეები ჩამოეწეროს კორონავირუსთან მიმართებაში, ან ახლა გადასინჯოს უკვე მიღწეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები”, — თქვა რუსთავი 2-ის ეთერში გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა. მოქმედებს კომენდანტის საათი და 3 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვა. ასევე, აკრძალულია აქცია-მანიფესტაციები.