კორონავირუსი დაუდასტურდა “ქართული ოცნების” მე-6 დეპუტატს

კორონავირუსი “ქართული ოცნების” კიდევ ერთ, მეექვსე დეპუტატს, ნოდარ ტურძელაძეს დაუდასტურდა.

“მეგობრებო, მიუხედავად ერთწლიანი სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისა, გუშინ ჩემთვის გაკეთებული PCR ტესტის პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და იზოლაციაში ვაგრძელებ მკურნალობას”, – წერს ტურძელაძე Facebook-ზე.

კორონავირუსით ასევე ინფიცირებულები არიან ირაკლი მეძმარიაშვილი, ირაკლი ზარქუა, ბექა დავითულიანი, მაია მენაღარიშვილი და მამუკა მდინარაძე.

დეპუტატების გარდა ინფიცირებულია პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.