„ვუჰანის ინსტიტუტში ჯერ კიდევ 2018 წელს ტარდებოდა კვლევები კრონავირუსთან დაკავშირებით, მაშინ ვირუსი ღამურებში აღმოაჩინეს” – ამის შესახებ ჟურნალისტმა და მკვლევარმა მანუჩარ პირველმა ტვ “პირველთან” ისაუბრა
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ უხანის ინსტიტუტში ჯერ კიდევ 2018 წელს ტარდებოდა კვლევები კრონავირუსთან დაკავშირებით. ვირუსი მაშინ ღამურებში იპოვეს. იმ დროს მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის რომ ეცნობებინათ, ამდენ ზარალს ავცდებოდით.
მათ იცოდნენ, რომ ღამურები იყვნენ ვირუსის გადამტანები, მაგრამ არანაირი შეზღუდვა გაყიდვაზე არ გავრცელებულა.დეკემბერს, როდესაც ბაზრიდან 585 ნიმუში ამოიღეს, 33 ღამურას ახალი კორონავირუსი აღმოჩნდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი აშშ-ის 2019 წლის ანგარიშია, რომელშიც ვაშინგტონი ეჭვობს, რომ ჩინეთი ფარულ ბიოლოგიურ ომს აწარმოებს. ამას ტრამპი ყოველთვის აღნიშნავდა“,- განაცხადა მანუჩარ პირველმა.