კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ ჩემზე უკეთესად იცით, – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეტროს რეაბილიტაციისას მაღალი ძაბვის კაბელებს კომპანიები „ეიჯი გრუპი“ და შპს „ელიბო“ ახორციელებს, რომელთაც ძაბვის კაბელებზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს.
„კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და „მეტრუპეები“ სად უნდა მოიკითხოთ იცით ჩემზე უკეთესად. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავაჭავაძის გამზირთან დაკავშირებით მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც”,- ამბობს კალაძე.
მისი განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და სამუშაოების ხარისხიანად შესრულების ვალდებულება აქვს.
,,ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან. ეს არის აზიის განვითარების პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია თურქულია და ახორციელებს სამუშაოებს და აქვს ვალდებულებები ჩვენთან რომ ეს სამუშაოები ხარისხიანად შესრულდეს. სამუშაოები 2020 წლის ზაფხულში დამთავრდება“, – განაცხადა კალაძემ.