“კალაძის მამისთვის დაბადების დღის საჩუქრად ბურთის ფორმის ძეგლის მირთმევით დამყარებული რეკორდი მალევე მოხსნა პრემიერმა ღარიბაშვილმა: შვილი უნივერსიტეტში დაქირავებული თვითმფრინავით ჩაიყვანა.
თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კორუფციის გარეშე ამხელა ხარჯის გაწევა საჯარო მოხელისთვის აბსოლუტურად შეუძლებელია, შვილს რატომ უნდა გაუკეთო ასეთი რამე და ამერიკულ სოციუმში (განსაკუთრებით საუნივერსიტეტოში) ინტეგრირების პრაქტიკულად ნულოვანი შანსი დაუტოვო?
ps ცხადია, უკვე ყველას ეცოდინება ეს ამბავი პენსილვანიის უნივერსიტეტში.”

ასე ეხმაურება, აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  ჩარტერულ რეისს  “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია.