“კოშმარი ხდება, ასეთი რაღაც არ ხდებოდა ადრე. უკვე მისული ვართ, ბევრი არ აკლია, სადაც ზღვარი მთავრდება. არის მომენტი, როცა ადამიანი იფიტება, ექიმებიც ადამიანები არიან. სავალალო შედეგამდე შეიძლება მივიდეს ქვეყანა”
ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი რუსთავი 2-ის ეთერში. დღეს ქვეყანაში კორონავირუსით 72 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 4732 დაინფიცირდა.