პოლტავის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, დმიტრო ლუნინიმ განაცხადა, რომ კრემენჩუკზე 22 სექტემბერს განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. დაღუპულია ერთი ადამიანი.
“სტაციონარში მკურნალობს 19 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი. სულ 6 ბავშვი დაშავდა. დაშავებულებს შორისაა ერთი ორსული ქალიც,” – განაცხადა პოლტავის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, დმიტრო ლუნინიმ.