კრემლის თქმით, პუტინი ხერსონსა და ლუგანსკში ჩავიდა

რუსეთი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხერსონში, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის შტაბბინას და ლუგანსკში, ეროვნული გვარდიის ჯგუფის „ვოსტოკის“ შტაბბინას ეწვია.

რუსული მხარე ამბობს, რომ ხერსონში, “დნეპრის” სამხედრო დაჯგუფების შტაბში ვიზიტის მსგავსად, პუტინმა სამხედროებს აღდგომის დღესასწაულიც მიულოცა და მათ საჩუქრად ხატების ასლი გადასცა.

კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები არაა კონკრეტულად როდის იმყოფებოდა პუტინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ვლადიმერ პუტინმა ხერსონის რეგიონში „დნეპრის“ ჯარების დაჯგუფების შტაბ-ბინაში მოისმინა საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ ტეპლინსკის, „დნეპრის“ ჯარების ჯგუფის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ოლეგ მაკარევიჩის და სხვა სამხედრო ხელმძღვანელების მოხსენებები“, – აცხადებენ კრემლში.