ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ზაზა გახელაძის შეწყალებას “კრემლის საჩუქარს” უწოდებს.
“უპირველესად ვულოცავ ზაზა გახელაძეს განთავისუფლებას. რა თქმა უნდა, ყველა ვხვდებით,რომ კრემლის ეს ჰუმანისტური საჩუქარი გათვლილია უკვე ძირმომპალი ივანიშვილის პუტინოიდური რეჟიმის გადასარჩენად. აბა, როდესაც ოლიგარქს არ უჭირდა და ჰქონდა ხალხში ნდობა, ოკუპანტებმა დაგვიკლეს ოთხოზორია და ტატუნაშვილს გული ამოაცალეს”,– წერს ნათელაშვილი.
უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დღეს შეიწყალა. ის უკვე სახლში მიემართება.
სააგენტო “რეს”-ის ცნობით, გახელაძე ქართულმა მხარემ ვინმე ვ. გობოზოვის გაცვლის შემდეგ გაათავისუფლა, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ ზემო ლარსის ნეიტრალური ტერიტორიაზე იყო დაკავებული და სასჯელს იხდიდა.