კრემლი უარყოფს გაეროსთან შეთანხმებას აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინსა და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შორის შეხვედრაზე არ ყოფილა შეთანხმება აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში გაეროსა და წითელი ჯვრის ჩართვაზე.

„ეს თემა მართლაც გააჟღერა ბატონმა გუტერეშმა. ამ საკითხზე კონკრეტული შეთანხმებები არ არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა რუსული მედიის ცნობით.

ცნობისთვის, გუშინ პუტინისა და ანტონიუ გუტერეშის შეხვედრის შემდეგ გაერომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა გაეროს და წითელი ჯვრის ჩართვაზე მარიუპოლში  აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანის ორგანიზებაში.