კრემლის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს 2 ნოემბერს განუცხადა.
კითხვაზე გადაწყვიტა თუ არა პუტინმა ხელახლა წარადგინოს კანდიდატურა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. “არა”, – უპასუხა პესკოვმა.
რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. რუსეთში პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩევა.