კრემლმა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას ‘”უკრაინული მხარის მიერ დაგეგმილი დივერსია” უწოდა და უარყო ბრალდებები, რომ ინციდენტში რუსი სამხედროები მონაწილეობდნენ.
“ჩვენ შეგვიძლია კატეგორიულად უარვყოთ ბრალდებები. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ აქ აშკარად საუბარია უკრაინული მხარის მიზანმიმართულ დივერსიაზე, რომელიც დაგეგმილი და განხორციელებული იყო კიევის რეჟიმის ბრძანებით.” – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთანავე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ კაშხლის ნგრევა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის რეგულარულ დაბომბვას უკავშირდება. რუსეთის წარმომადგენლებს საბოტაჟის ბრალდება აქამდე არ წაუყენებიათ.