კრემლი სამხედრო მობილიზაციას ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალშიც გეგმავს

გამოცემა “მედუზას“ ინფორმაციით კრემლში განიხილავენ უკრაინასთან ომისთვის მობილიზაციის შესაძლებლობას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალშიც. ამის შესახებ გამოცემას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა.

წყაროს მონაცემებით სულ თვითგამოცხადებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით შეიძლება გაიწვიონ რამდენიმე ათასი ადამიანი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრალესობა ამ ორ ტერიტორიას საქართველოს ნაწილად თვლის.

თუმცა, 2008 წლის ომის შემდეგ კრემლმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა და მათ უშუალოდ აკონტროლებს.

21 სექტემბერს რუსეთმა უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით იგეგმება 300 000 სამხედრო მოსამსახურის მობილიზაცია, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით გაწვევა შეიძლება შეეხოს მილიონზე მეტ ადამიანს.