მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების შესახებ, კრემლი მის მემკვიდრეს ეძებს.
როგორც უკრაინის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა, 17 მარტს რუსმა პროპაგანდისტებმა გააუქმეს გადაცემა ჰააგის გადაწყვეტილების განხილვის შესახებ, რადგან ეს ძალიან საგანგაშო „ზარი“ იქნებოდა რუსებისთვის.
„პუტინის წრე ვიწროვდება, ის სულ უფრო და უფრო ტოქსიკური ხდება როგორც გარე სამყაროსთვის, ასევე ქვეყნის შიგნით. კერძოდ, კრემლის კოშკებში სულ უფრო და უფრო მეტი უკმაყოფილება ჩნდება იმით, რაც ხდება. მათთვის სულ უფრო ძნელია უმძიმესი პერსპექტივების და პუტინის რეჟიმის გეოპოლიტიკური კატასტროფის გაცნობიერება. დიახ, უკვე საუბარია პუტინის შემცვლელის პოვნაზე, და მას ახლა უკვე ეძებს არა თავად პუტინი, არამედ სხვები“, – განაცხადა იუსოვმა.