კრემლი: უკრაინისთვის დასავლური ჯავშანმანქანების მიწოდება, უკრაინელების “ტანჯვას გააღრმავებს”

ორშაბათს კრემლმა გამოაცხადა, რომ კიევისთვის დასავლური იარაღის, მათ შორის ფრანგული ჯავშნიანი მანქანების მიწოდებას, „უკრაინელი ხალხის ტანჯვის გაღრმავება შეეძლება“ და კონფლიქტის კურსს ვერ შეცვლის.

გასულ კვირაში საფრანგეთმა და გერმანიამ გამოაცხადეს, რომ კიევისათვის სამხედრო დახმარების ფარგლებში, შესაძლოა უკრაინას მსუბუქი საბრძოლო მანქანები მიაწოდონ. შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინას მსუბუქი საბრძოლო მანქანები მანაც მიაწოდოს.

„მათ მიწოდებას არაფრის შეცვლა არ შეეძლება“, უთხრა კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

უკრაინამ ბრძოლის ველზე გარკვეულ წარმატებებს მიაღწია და დასავლელ მოკავშირეებს უფრო მძიმე შეიარაღებას სთხოვს, რათა ომის ბალანსში მისთვის სასარგებლო გარდატეხას მიაღწიოს.

ორშაბათს კრემლმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად საფრანგეთის გადაწყვეტილებისა, კიევისთვის მეტი იარაღი მიეწოდებინა, მოსკოვი მადლიერია პრეზიდენტ მაკრონის წვლილის გამო, რომელიც მას დასავლეთსა და მოსკოვს შორის დიალოგის შენარჩუნების საქმეში შეაქვს.

გასულ თვეში ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა მაკრონი მკაცრად გააკრიტიკეს მისი სიტყვების გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბრძოლის შეწყვეტის მიზნით გამართულ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, დასავლეთმა რუსეთის „უსაფრთხოების გარანტიები“ უნდა გაითვალისწინოს.