კრემლი უკრაინის ომში დამარცხების შემთხვევისთვის პუტინის ლათინურ ამერიკაში ევაკუაციის საიდუმლო გეგმას ამზადებს–მედია

კრემლი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დამარცხების შემთხვევაში  ვლადიმერ პუტინის ლათინურ ამერიკაში ევაკუაციის საიდუმლო გეგმას ამზადებს.

ამის შესახებ რუსული მედია პუტინის ყოფილ სფიჩრაითერზე,  გალიამოვზე დაყრდნობით იუწყება. მისი თქმით, პროექტს „ნოეს კიდობანი“ ჰქვია და ის მიმდინარე წლის გაზაფხულიდან მზადდება.

აღნიშნულია, რომ თავდაპირველად პუტინის გასაქცევად ჩინეთი განიხილებოდა, მაგრამ კრემლი შიშობს, რომ ჩინელებს არ მოსწონთ დამარცხებულები, ამიტომ არგენტინა და ვენესუელა ახლა ევაკუაციის პრიორიტეტია.

მისი თქმით, პროექტი გაზაფხულიდან მზადდება. თავდაპირველად პუტინის გაფრენაზე ჩინეთი განიხილებოდა, მაგრამ კრემლი შიშობს, რომ ჩინელებს არ მოსწონთ დამარცხებულები, ამიტომ ახლა არგენტინა და ვენესუელა ევაკუაციის პრიორიტეტია. გალიამოვის თქმით, „ნოეს  კიდობნის“ პროექტით „როსნეფტის“ ხელმძღვანელი იგორ სეჩინია დაკავებული.

გამოცემა “Можем объяснить” პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევაკუაციისთვის არა მხოლოდ პუტინი ემზადება. რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები ყიდულობენ უძრავ ქონებას და ბინადრობის ნებართვას ვენესუელაში, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის დაბალი რანგის საჯარო მოხელეები ბინადრობის ნებართვას იღებენ პარაგვაიში, ეკვადორსა და არგენტინაში.