“რუსეთის შემოჭრისგან თავდაცვის 25 დღე გავიდა. კრემლმა აღარ იცის, როგორ ახსნას ის, რაც ხდება. ეს იმიტომ, რომ ამ დღეებში მათ რუსეთის რეგიონებში უფრო მეტი ჯარისკაცი დამარხეს, ვიდრე ოფიციალურად აღიარებულია დანაკარგები. ტყუილი მათ არ ეხმარებათ, მათ ეშინიათ სიმართლის.

ჩვენმა დამცველებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსული სატანკო, საჰაერო თავდასხმის, საინჟინრო და სხვა დანაყოფები, რომლებიც მათ მეთაურებთან ერთად “ელიტად“ ითვლებოდა.

სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ჩვენმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს 100 თვითმფრინავი და 120 შვეულმფრენი, გაანადგურეს თითქმის 500 ტანკი და 1500 რუსული ჯავშანტექნიკა.

სწორედ ამიტომ, რუსეთი აგროვებს დაქირავებულებს მთელ მსოფლიოში და სასოწარკვეთილად  უბიძგებს ბელორუსის ჯარებს უკრაინის ომის ჯოჯოხეთში.

ჩვენი არმიის პოზიცია ძალიან მკაფიოა: ყველა დამპყრობელი მიიღებს მკაცრ პასუხს, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ისინი და საიდან მოდიან”

წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.