რუსეთის მთავრობამ აშშ და ჩეხეთი “არამეგობრულ ქვეყნებად” გამოაცხადა. შესაბამის განკარგულება, რომელსაც ხელს რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიშიუსტინი აწერს, დღეს გამოქვეყნდა.განკარგულების თანახმად, ჩეხეთი უფლებამოსილია თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აიყვანოს 19 თანამშრომელი, ხოლო შეერთებულ შტატებს – არცერთი. შეზღუდვები არ ვრცელდება აკრედიტებულ დიპლომატებზე.
“დამტკიცდეს თანდართული სია უცხო სახელმწიფოებისა, რომლებიც არაკეთილსინდისიერი ქმედებებით გამოირჩევიან რუსეთის ფედერაციის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა და რუსეთის იურიდიული პირების მიერ”, – ნათქვამია განკარგულებაში.
მთავრობის ეს განკარგულება ეფუძნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 23 აპრილის ბრძანებულებას “არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების ქმედებების საწინააღმდეგო ზომების გამოყენების შესახებ”.










![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)




