დიდი ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ, კრემლმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებს რუსეთში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას BBC- ი ავრცელებს.
რუსეთში შესვლა ასევე აეკრძალათ დიდი ბრიტანეთის, საგარეო საქმეთა მინისტრს ლიზ ტრასს, თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესს, ვიცე-პრემიერსა, იუსტიციის მინისტრს დომინიკ რააბს და ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკს. ასევე რუსეთში შესვლა აეკრძალა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეისაც, რომელიც პუტინის ხელისუფლებას მწვავედ აკრტიკებს.
დიდი ბრიტანეთის ხელუსუფლება იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რუსეთს სანქციები დაუწესა და ქვეყნის ეკონომიკურ იზოლაციაზე საუბარი აქტიურად დაიწყო.