კრემლმა იაპონია არამეგობრულ სახელმწიფოდ გამოაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ იაპონიამ 19 წლის განმავლობაში პირველად კურილის კუნძულებს რუსეთის ფედერაციის მიერ ცალსახად უკანონოდ ოკუპირებული უწოდა.
„იაპონია რუსეთის ფედერაციისთვის არამეგობრულ სახელმწიფოდ იქცა. შესაბამისად, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე საუბარი ძალიან რთულია“ – განაცხადა პესკოვმა.