“კრემლმა უკან დაიხია” – გიგი უგულავას რეგისტრაციისთვის ცნობა მისცეს

ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობა მისცეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ, კრემლმა უკან დაიხია. საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე”, -აცხადებს უგულავა.

ცნობისთვის, გუშინ გიგი უგულავამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოთში მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო ცნობას არ აძლევდა.