კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ – განაცხადა, ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ოპოზიციისა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების საბოლოო დოკუმენტზე.
“ეს ძალიან პოზიტიურია, ვიმედოვნებთ, რომ არსებული კრიზისის მოგვარებისკენ მივდივართ და ყველა პარტია კონსტრუქციულ მუშაობას განაგრძობს”.
კელი დეგნანთან ერთად, შეთავაზებულ დოკუმენტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა.
“ვფიქრობ, მატარებელი დაიძრა და ეს კარგის ნიშანია”.